ხატია დეკანოიძე - დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი „ქოლ ცენტრებთან“

დავით არახამიას დედმამიშვილები არ ჰყავს, მას არ აქვს კავშირი „ქოლ ცენტრებთან", - ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღმაშენებლის გამზირზე, შენობის ის ნაწილი, სადაც სავარაუდოდ „ქოლ-ცენტრებთან" დაკავშირებული სპეცოპერაცია ჩატარდა, დავით არახამიას ძმის მფლობელობაშია.

დეკანოიძის თქმით, დასახელებულ პირთან დავით არახამიას კავშირი არ აქვს.

„დავით არახამიას არავითარი კავშირი არ აქვს ამ ადამიანთან, ჩემთვის ცნობილია, რომ მას დედმამიშვილები არ ჰყავს. მას არ აქვს კავშირი არც ამ ადამიანთან და არც "ქოლ - ცენტრებთან". ეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროპაგანდაა, მე ვერ ჩავყვები მის ანატომიას, ჩემი პოზიცია იცით: გამოვიძიოთ, შევქმნათ "ქოლ ცენტრების" საგამოძიებო კომისია, დადგინდეს ყველა ვისაც აქვს ან არ აქვს კავშირი. საქართველოში არის ორგანიზებული ტრანს-ნაციონალური დანაშაული, ყველა სადარბაზოში ყოველდღიურად გვამცნობენ, რომ არის "ქოლ ცენტრები" და ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. რატომ ეშინია "ქართულ ოცნებას" საგამოძიებო კომისიის, ძალიან უცნაურია, იქ უმრავლესობა ვაშაძეს ვერ ექნება, უმრავლესობა ექნება ოპოზიციას და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია საგამოძიებო კომისიაში მუშაობით და დანაშაულის გამოვლენით, იგივე უმრავლესობას შეუძლია მიიღოს ძალიან აქტიური მონაწილეობა. ამიტომ, ჩემთვის ინდიკატორია, რატომ არ თანხმდება უმრავლესობა კომისიის შექმნას,"- განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას, როგორც დეკანოიძე აცხადებს, სარჩელს სავარაუდოდ, ამ კვირაში შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში მოვახერხებთ სარჩელი წავიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში,"- განაცხადა დეკანოიძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული შენობა, სადაც სავარაუდოდ, "ქოლ- ცენტრებთან" დაკავშირებით სპეცოპერაცია ჩატარდა, გიორგი ვაშაძის და დავით არახამიას ძმების მფლობელობაშია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს