გია ვოლსკი - ხანდახან ევროპაშიც ხდება, აგერ ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს საფრანგეთში და ფეხებით შედგნენ ზემოდან - არ შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივი სკანდალური, ისტერიკული ატმოსფეროს შექმნა

სამწუხაროა, ხანდახან ევროპაშიც ხდება, აგერ ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს საფრანგეთში და ფეხებით შედგნენ ზემოდან - არ შეიძლება ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივი სკანდალური, ისტერიკული ატმოსფეროს შექმნა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტი დასაგმობია, თუმცა, არასწორია ამაზე მუდმივი საუბარი და წარმოდგენის შექმნა, რომ ამას ხელისუფლება ახალისებს.

"უკრაინის დროშებით არის გადაფენილი მთელი საქართველო და სწორიც არის, ეს არის სოლიდარობის გამოხატვა. ცალკეული გამოვლინება ამ დროშის საწინააღმდეგო იდეური თვალსაზრისით თუ ვინმეს აქვს, არასწორია, დასაგმობია, ჩემი მხრიდან არის დასაგმობი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ თემაზე ვიღაცამ მუდმივად ილაპარაკოს და გარემო შექმნას, რომ თითქოს უკრაინის წინააღმდეგ არის საზოგადოების ნაწილი და ამას ხელისუფლება ახალისებს. ეს არის ტყუილი, არასწორია და მუდმივად ამის მცდელობა ანტისახელმწიფოებრივი კი არ არის, ეს არის უზნეო მცდელობა, რომ დამატებით დაძაბულობის რაღაც ელემენტი შემოიტანონ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი ასევე გამოეხმაურა დავით არახამიას კრიტიკულ განცხადებებს "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიმართ და არახამიას "მავნებელი" უწოდა.

"დავით არახამიას შეუძლია ნებისმიერი განცხადება გააკეთოს მაშინ, როცა არ იქნება ოფიციალურ პოზიციაზე, აბსოლუტურად შინაარსგამოცლილია, უფრო სწორად კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული და მავნებლობა აქვს ჩადებული, თავის გეგმაში, ნებისმიერ განცხადებაში და წინადადებაში, მაგრამ დააკვირდით ერთ ასპექტს, მან დაანება თავი ომში ჩართვის თემაზე ლაპარაკს, რადგან მიხვდა, რომ საზოგადოებაში ეს არათუ არაპოპულარულია, არამედ უსამშობლო ადამიანების მიერ გამოხატული ემოცია დაერქვა ამას ყველაფერს, ეს შეფასებაც არახამიასთან შესაბამისობაში მოდის. თვითონ არახამია ლაპარაკობს და განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, არა იმაზე, თუ რა განწყობებია ქართულ საზოგადოებაში, არამედ როგორი უნდა იყოს განწყობები, რომ არახამიას ხედვას საერთაშორისო პოლიტიკაზე შეესაბამებოდეს. სჯობს გადახედოს, რას ფიქრობს მასზე ქართული საზოგადოება და მისნაირ მავნებელ ადამიანებზე, რომლებიც არ ზრუნავენ ქართულ - უკრაინული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რის წინაპირობაც შეიძლება დღეს არ არის, მაგრამ ერთი უნდა ვიცოდეთ, უკრაინელი ხალხის გვერდით დგას მთელი საქართველო მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, ეს უნდა იცოდეს მან. მისი ქართული წარმომავლობა არაფერს ნიშნავს, ეს არის აზრგამოცლილი ადამიანი, რომელიც არ ვიცი, რაზე ფიქრობს, მაგრამ ფაქტია, რომ მავნებელია. ბევრი რამ ზუსტად იცის, მაგრამ ისე ლაპარაკობს, როგორც მას მოეხერხება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!