შალვა პაპუაშვილი - გასაკვირია, ზოგიერთი არასამთავრობოს შეფასება პრეზიდენტის როლის დაკნინებაზე -  ეს ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებდნენ პრეზიდენტის კომისიას, რომელსაც ცესკო უნდა შეერჩია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გასაკვირია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასება, თითქოს პრეზიდენტის როლის დაკნინება ხდება მმართველი პარტიის მხრიდან ცესკო-ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „სამართლიანი არჩევნები” „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და საია - ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც ბოიკოტს უცხადებდნენ პრეზიდენტის კომისიას, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე და წევრები უნდა შეერჩია“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეს წარუმატებელი ექსპერიმენტი, რაც საარჩევნო სისტემაში არსებობდა, დროულად შეიცვალოს საუკეთესო გამოცდილებით.

,,ეს ორგანიზაციები არ აღიარებდნენ პრეზიდენტს, მის ამ უფლებამოსილებას და მის მიერ შექმნილ კომისიას. დღეს ფარისევლურად საუბრობენ, თითქოს ისინი წუხან, რომ რაღაც უფლებამოსილება შეიძლება შემცირდეს. სინამდვილეში, საქმე გვაქვს მარტივ რამესთან – საქართველოში იმ წესით, რომელიც არსებობს, ექსპერიმენტი ჩატარდა. სხვათა შორის, როცა საუბარი იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე, ჩვენ პირველ ვერსიას არ ვეთანხმებოდით სწორედ იმის გამო, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო კვალიფიციური უმრავლესობების იქ შემოტანა, სადაც მათი ადგილი არ არის. ჩვენ ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდით. ვნახეთ, რომ არ გაამართლა ექსპერიმენტმა, რომელიც განსხვავდება ევროპული საუკეთესო გამოცდილებისგან. ითქვა, თითქოს ქართულ საზოგადოებას და ქართველებს სპეცკანონები სჭირდებათ, რომ, რაღაცნაირად, ჩვენ სხვანაირად მოწყობილი ხალხი ვართ, არ ვიცი, რა წარმოდგენა არის. მარტივი მიზეზის გამო, ამ ექსპერიმენტმა არ გაამართლა. სწორი მოდელი და სწორი პროცედურა რომ იყოს, ეს საქართველომდე დიდი ხნით ადრე ევროპის წამყვან დემოკრატიებს ექნებოდათ. ვინაიდან არ აქვთ, იმიტომ არ აქვთ, რომ ეს არის ისეთი პროცედურა, რაც, ნაცვლად იმისა, რომ კონსენსუსს უზრუნველყოფდეს, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ უზრუნველყოფს პროცესის ჩიხში შეყვანას. ამიტომ, თავისთავად მნიშვნელოვანია, ეს წარუმატებელი ექსპერიმენტი, რაც ჩვენს სისტემაში იყო, დროულად შევცვალოთ საუკეთესო გამოცდილებით, რაც არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს