ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა თავდაცვის ძალებში საბრძოლო მომზადების კურსი დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრმა ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ასოციაციის წევრებს რამდენიმე დღის განმავლობაში სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული სწავლებების გავლისა და საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, მათი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდათ.

„კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში შეკრებულ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა, პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებისთვის თავდაცვის ძალების, ჯარისკაცის ცხოვრების, ჯარში არსებული პირობებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გაცნობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობის, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს მსგავსი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამხედრო ბაზაზე ვიზიტისა და მომზადების განმავლობაში, სტუმრებს თავდაცვის ძალების მიზნებისა და სტრუქტურის, საერთო საჯარისო ცენტრის ამოცანის, თავდაცვის კოდექსის პროექტისა და მასში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

საერთო საჯარისო ცენტრში ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსი უკვე ჩაუტარდათ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს