ილია დარჩიაშვილი - უშიშროების საბჭოს იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ამას გააკეთებს ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც საჭიროდ ჩათვლის

ეს არ არის საკითხი, რომელიც უშიშროების საბჭოს მოწვევის საფუძველი შეიძლება გახდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო საჯაროდ და განხილული იყოს რუსეთთან 3-თვიანი ვიზების დაწესების საკითხი“.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, როდესაც საქართველოს პრემიერ მინისტრი საჭიროდ ჩათვლის უშიშროების საბჭოს მოწვევას, ამას აუცილებლად გააკეთებს.

„უშიშროების საბჭოს იწვევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, როდესაც საჭიროებას ხედავს და ამის საჭიროება დგას. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი უშიშროების საბჭოს მოწვევის. როდესაც ამას ჩათვლის საჭიროდ საქართველოს პრემიერ -მინისტრი, აუცილებლად გააკეთებს. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება, უშიშროების საბჭოზე მსჯელობის საგანი გახდეს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ამ ეტაპზე არ აქვს ის მასშტაბი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უშიშროების საბჭოს შეკრება. ამას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელზეც ჩათვლის საჭიროდ, როდესაც იქნება შესაბამისი სიტუაცია და პირველ რიგში, საჭიროება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს