გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნება“ გამოიქცა ევროპიდან და უვიზოდ შეფრინდა რუსეთში - ხელისუფლების მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვება საბოლოო განაცხადია, რომ მას ევროპასთან საერთო არაფერი დარჩა

„ქართული ოცნება“ გამოიქცა ევროპიდან და უვიზოდ შეფრინდა რუსეთში - ხელისუფლების მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვება საბოლოო განაცხადია, რომ ამ ხელისუფლებას აღარაფერი დარჩა საერთო ევროპასა და მის ღირებულებებთან,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეიდან საქართველოს მართავს ევროპიდან გამოქცეული პარტია, რომელმაც უარყო ევროპის ღირებულებები და არჩია კრემლში დაწერილი ცრუ-კონსერვატიული ღირებულებები.

„ქართული ოცნება“ გამოიქცა ღია კარში, მანამ სანამ ეს კარი ცხვირში მოხვდებოდა. უკვე ცნობილი იყო, რომ სოციალისტების ჯგუფი მას დღედღეზე გარიცხავდა. ეს ტაქტიკაც მათ ორბანისგან ისწავლეს. ორბანმა ამ გზით დატოვა ევროპის სახალხო პარტია, რომელმაც მისი გარიცხვის საკითხის დაყენებას კენჭი უყარა.

ამიერიდან, საქართველოს მართავს ევროპიდან გამოქცეული პარტია, რომელმაც უარყო ევროპის ღირებულებები და არჩია კრემლში დაწერილი ცრუ-კონსერვატიული ღირებულებები.

ამას ექნება უმძიმესი შედეგი საქართველოს მიერ კანდიდატობის მიღების შანსებზე. როდესაც გამორბიხარ ევროპის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კლუბიდან, როდესაც გაგდებენ ღირებულებებში გაჩენილი უფსკრულის გამო, და როდესაც ამ ოჯახის წევრია გერმანიის კანცლერი და ევროსაბჭოს არაერთი სხვა ლიდერი, ვინც მწვანე შუქი უნდა მისცეს სახელმწიფოს კანდიდატობას, ასეთ ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირი დარტყმა მიაყენა საქართველოს შანსებს და მომავალს“,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ, რომლის კომენტარსაც „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?