პარტიიდან გარიცხვის საკითხი ჩვენი მხრიდან ინიცირებული არ იქნება, ყველა ადამიანი ამგვარი ჭორებით და განცხადებებით თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, განიხილება თუ არა პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის საკითხი.
ბეჟაშვილი პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ნიკა მელიას კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც მან არჩევნები წააგო, მისივე პარტიის საბოტაჟით არის დაკავებული.
"სამწუხაროა, ამ განცხადებების გაკეთების სუბიექტი ვერ ეგუება არჩევნების წაგებას პარტიაში და წაგების დღიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", მისივე პარტიის საბოტირებით არის დაკავებული. სერიოზული პასუხის გაცემა ამ განცხადებებსა და ჭორებზე არის მიუღებელი ჩვენი მხრიდან. პარტიას აქვს ერთი ამოცანა - ებრძოლოს რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს, ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარი ამოცანა ეს არის, პარტიის კარი ღიაა.
ვფიქრობ, პარტიიდან გარიცხვის საკითხი ჩვენი მხრიდან ინიცირებული არ იქნება. ყველა ადამიანი ამგვარი ჭორებით და განცხადებებით თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას და ახდენს საერთო პოლიტიკური ოჯახიდან ამორიცხვას,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"