ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს სთავაზობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაკომპლექტებლად არამოსამართლე წევრთა კანდიდატები წარმოადგინონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს სთავაზობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაკომპლექტებლად არამოსამართლე წევრთა კანდიდატები წარმოადგინონ. როგორც ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, მმართველმა პარტიამ კოლეგებს პარტიულ ფორმატში შეკითხვა დაუსვა, არიან თუ არა მზად, რომ კანდიდატებიდან დაასახელონ ვისზე თანხმდებიან, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. შესაბამისად, ოხანაშვილის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ ვერ ხერხდება არამოსამართლე წევრების არჩევა „ქართული ოცნების“ ბრალია, არაეროვნული განცხადებაა.

ამასთან, როგორც კომიტეტზე ოხანაშვილმა განმარტა, „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, საკუთარი ხელით ჩაწერა კონსტიტუციაში რეგულირება იმის შესახებ, რომ ერთ პარტიას არ ჰქონოდა შესაძლებლობა აერჩია იუსტიციის საბჭოს წევრები, რასაც მისივე თქმით, ყველა მისალმა, შემდეგ კი ეს ჩანაწერი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და ამანაც მოწონება დაიმსახურა.

„ახლა რას გვთავაზობენ- ეს 90 ხმა დღეს პრობლემაა და რადგან ამ 90 ხმით ახლა ვერ ვირჩევთ იუსტიციის საბჭოს წევრებს, თურმე „ქართული ოცნების“ პრობლემა ყოფილა. ანუ ის, რაც ჩვენ გავაუმჯობესეთ და თავის დროზე მხარი დაუჭირეს, ამაზე ახლა გვეუბნებიან, რომ ეს 90 ხმა პრობლემატურია. არასამთავრობოები ამასთან დაკავშირებით სწუხან, რომ თუ არამოსამართლე წევრებს არ აირჩევთ ეს პრობლემაა. მე გეთანხმებით, რომ რა თქმა უნდა, დაკომპლექტებული უნდა იყოს და სურვილიც არის, რომ უნდა იყოს დაკომპლექტებული. ჩვენ გვქონდა გასაუბრება, 30 კანდიდატი იყო. ჩვენ შევხვდით შემდგომ პოლიტიკურ ასპარეზზე კოლეგებს, პარტიულ ფორმატში და დავუსვით შეკითხვა, ხართ თუ არა მზად, რომ 30-დან 15 წევრი დაასახელოთ ვისაც მხარს დაუჭერთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ[იქნება], ნახევარი წარმოგვიდგინეთ ვისზეც თქვენ თანხმდებით, ჩვენ არ გიყენებთ ულტიმატუმს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხმების მეტი რაოდენობა გვაქვს და საზოგადოების მხარდაჭერის ნაწილში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური წონა ბევრად მაღალია ვიდრე ოპოზიციის, ჩვენ ამ ულტიმატუმით არ გვისაუბრია. მეტი რა შეთავაზება უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ იქნებ, ესეც გვითხრათ, დღემდე პასუხი ამაზე არ გვაქვს. შესაბამისად, ის, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა ვერ ხდება, ჯერ ერთი, ეს არის თავის დროზე საკონსტიტუციო ცვლილების შედეგი, რომელიც მოწონებული იქნა და რომელიც ასევე ვენეციის კომისიის მხრიდან დადებითად შეფასდა და დღეს ახლა, იმის გადმობრალება, რომ უკაცრავად და, თურმე „ქართული ოცნების“ ბრალია, [რომ ვერ ხდება არამოსამართლე წევრების არჩევა] ასევე, პასუხი გამეცით თუ არამოსამართლე წევრებს ვერ აირჩევთ პასუხისმგებელი ხართ ჩაგითვლიან თუ არა ამ რეკომენდაციას, რბილად რომ ვთქვათ, არაეროვნული განცხადებაა, როდესაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზეა საუბარი და სავსებით არაობიექტურად და მიკერძოებულად ერთ- ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფზე იშვერ ხელს. ამიტომ, ყველას პასუხისმგებლობა იქნება, ამიტომ, კეთილი ვინებოთ, დაგელოდებით და წარმოგვიდგინეთ იმ შეთავაზების ფარგლებში, როგორც ჩვენ გითხარით თქვენ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ამ ნაწილში ოპოზიცია ხელისუფლებას ახალი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებას სთავაზობს, თუმცა მისივე თქმით, რეალურად, ოპოზიციას სჭირდება პოლიტიკური ინსტრუმენტები სასამართლო სისტემისთვის და ამის სივრცეს და სამართლებრივ მექანიზმს მმართველი პარტია მათ არ აძლევს.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს