ნიკოლოზ სამხარაძე - ყველას მიმართ ჩემი მოწოდებაა, რომ ეს რამდენიმე თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირის წევრობის გზაზე  დიდი ნაბიჯი გადავდგათ

ეს ერთგვარი ნაწილია იმ დიდი გეგმის, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცდილობთ მოვიცვათ ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს დედაქალაქი და ვესაუბროთ მათ იმ პროგრესსა და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შეჯამებისას განაცხადა, რომლებიც წინა კვირას, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მალტასა და იტალიაში გაიმართა.

მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაციამ მიიღო გარანტიები, რომ როგორც იტალია ასევე მალტა დეკემბერში მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პოზიტიური და მეგობრული გარემო, რომელიც ჩვენ რომში დაგვხვდა. ასევე ძალიან ყურადსაღები იყო ის განცხადება, რომელიც ჩვენ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის დღემდე გაუგებარია თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. მან განსაკუთრებით გამოყო ის როლი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის საქართველოს აქვს და მომავალშიც შეიძლება ჰქონდეს. საპარლამენტო დელეგაციამ ორივე ქვეყნის დედაქალაქში უმაღლესი თანამდებობის პირებისგან პრაქტიკულად გარანტიები მივიღეთ, რომ როგორც იტალია ასევე მალტა დეკემბერში მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასევე ნებისმიერ იმ სხვა ნაბიჯსაც, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას დაეხმარება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ევროპაში განწყობა შეცვლილია და ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტებისას წარმოჩნდა.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, სრულიად საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან ჩვენ ჯერ კიდევ გვესმის, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები და ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს პროგრესი და ის იმიჯი, რომელიც მას აქვს, დააზიანონ. ამიტომ დარჩენილია რამდენიმე თვე და ჩვენ ევროპულ დედაქალაქებში გავაგრძელებთ საპარლამენტო ვიზიტებს და ყველას მიმართ ჩემი მოწოდება იქნება, რომ ეს რამდენიმე თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ რათა ევროკავშირის წევრობის გზაზე დიდი ნაბიჯი გადავდგათ“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნიკოლოზ სამხარაძე - ყველას მიმართ ჩემი მოწოდებაა, რომ ეს რამდენიმე თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა ევროკავშირის წევრობის გზაზე  დიდი ნაბიჯი გადავდგათ

ეს ერთგვარი ნაწილია იმ დიდი გეგმის, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცდილობთ მოვიცვათ ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს დედაქალაქი და ვესაუბროთ მათ იმ პროგრესსა და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების შეჯამებისას განაცხადა, რომლებიც წინა კვირას, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მალტასა და იტალიაში გაიმართა.

მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაციამ მიიღო გარანტიები, რომ როგორც იტალია ასევე მალტა დეკემბერში მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პოზიტიური და მეგობრული გარემო, რომელიც ჩვენ რომში დაგვხვდა. ასევე ძალიან ყურადსაღები იყო ის განცხადება, რომელიც ჩვენ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის დღემდე გაუგებარია თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. მან განსაკუთრებით გამოყო ის როლი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის საქართველოს აქვს და მომავალშიც შეიძლება ჰქონდეს. საპარლამენტო დელეგაციამ ორივე ქვეყნის დედაქალაქში უმაღლესი თანამდებობის პირებისგან პრაქტიკულად გარანტიები მივიღეთ, რომ როგორც იტალია ასევე მალტა დეკემბერში მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასევე ნებისმიერ იმ სხვა ნაბიჯსაც, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებას დაეხმარება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით ევროპაში განწყობა შეცვლილია და ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტებისას წარმოჩნდა.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, სრულიად საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმა ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან ჩვენ ჯერ კიდევ გვესმის, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკური პარტიები და ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს პროგრესი და ის იმიჯი, რომელიც მას აქვს, დააზიანონ. ამიტომ დარჩენილია რამდენიმე თვე და ჩვენ ევროპულ დედაქალაქებში გავაგრძელებთ საპარლამენტო ვიზიტებს და ყველას მიმართ ჩემი მოწოდება იქნება, რომ ეს რამდენიმე თვე მაქსიმალურად გამოვიყენოთ რათა ევროკავშირის წევრობის გზაზე დიდი ნაბიჯი გადავდგათ“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია