ალეკო ელისაშვილი - ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობა უარს იტყოდა ფრენებზე, იტყოდა: „მადლობა, მაგრამ დაგვიანებულია“ - კეთროვან სახელმწიფოსთან არ შეიძლება ვალსების და ტანგოების ცეკვა

ეს არის კუდის ქიცინი რუსებისთვის, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, ღირსეული მთავრობა ფრენების აღდგენაზე უარს იტყოდა.

„როგორც ჩანს რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ძალიან რეალური გახდა კანდიდატის სტატუსის მოცემა და სავარაუდოდ, ამ პროცესის შეფერხება უნდა.

ღირსეული ქვეყნის ღირსეული მთავრობა უარს იტყოდა ფრენებზე. იტყოდა, რომ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რუსეთი კეთროვანი ქვეყანაა და არ შეიძლება მათთან „ვალსების და ტანგოების ცეკვა“.

„რუსეთი კეთროვანი ქვეყანაა, რომელიც იძირება, „ფარჩაკდება", რომელიც აუცილებლად დაიშლება თვალსა და ხელშუა, ესაა გარდაუვალი ამბავი. ამას ძალიან მალე მოვესწრებით, ისე იფშვნება შიგნიდან. პირველი, ვინც ზურგში დანას ჩაარტყამს რუსეთის ერთიანობას, იქნება რამზან კადიროვი, ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. პირველი, ვინც იტყვის, რომ სინამდვილეში იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი მთელი ცხოვრებაო, იქნება კადიროვი, ისეთი ოღრაშია, ენა მოუტრიალდება მშვენივრად ამის სათქმელად. ამ დროს, არ შეიძლება კეთროვანთან, პოლიტიკურად ამორალურად კეთროვან სახელმწიფოსთან არ შეიძლება ვალსების და ტანგოების ცეკვა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა