იაგო ხვიჩია - ვინც დარბაზიდან გამოვიდა, მათ შორის არის ის ხუთი კაცი, ვინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი

ვინც გამოვიდა, მაგათ შორის არის ის ხუთი კაცი, ვინც „ქართულ ოცნებას" (მათ კანდიდატს) დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, 5 ოპოზიციონერ დეპუტატს, (მათ და პარტია "მოქალაქეებს") რომლებიც შიგნით დარჩნენ, ხმა არავისთვის მიუცია.

„ჩვენს რიგში ხელიც კი არ გაუწევია ვინმეს რომელიმე ღილაკისკენ. პარლამენტის დარბაზში კი არა, არა არს დაფარული რაც არ გაცხადდეს.

ჩვენ არ ვართ. ხუთი, ვინც დავრჩით შიგნით ოპოზიციიდან, არც ერთს არ მიუცია ხმა, დანარჩენი დარჩნენ „ქოცები".

ხუთი ხმა ჰქონდათ კანდიდატებს ოპოზიციიდან. ყველა ოპოზიცია გავიდა და თქვეს, ვინც დარჩით, მათ მიეცით ხმაო, მაგრამ ხმა უკვე მიცემული იყო,"- განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 ხმაზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.თითქმის ორი წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოეწურათ. საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს: - ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ. შესაბამისად, 2021 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 10 წევრია.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს