ალექსანდრე ტაბატაძე - მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს შეურიგებელი ბრძოლისთვის ისეთი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, როგორიც ტერორიზმია

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა კონტრტერორისტული ოპერაცია და აღკვეთა ტერორისტული აქტების სისრულეში მოყვანა, რითაც წვლილი შეიტანა ადგილობრივი და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს შეურიგებელი ბრძოლისთვის ისეთი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, როგორიც ტერორიზმია.

გუშინ, სამსახურმა მაღალ პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა კონტრტერორისტული ოპერაცია და აღკვეთა ტერორისტული აქტების სისრულეში მოყვანა, რითაც წვლილი შეიტანა ადგილობრივი და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მსგავსი წარმატებული ოპერაცია ხაზს უსვამს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მომზადებისა და კვალიფიკაციის მაღალ დონეს, რომელიც მიღწეულ იქნა როგორც უწყებათაშორის, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო პარტნიორებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი მხარდაჭერისთვის და სამომავლოდ წარმატებები ვუსურვო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ქვეყნისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“,- აღნიშნულია ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს