ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავენ. კომისიის წარმომადგენლები ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრას ესწრებიან: "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა, "ლელოს" წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, "გირჩის" დეპუტატი ჰერმან საბო, პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი და ფრიდონ ინჯია "ევროპელი სოციალისტებიდან".
ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდებიან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"