მამუკა მდინარაძე მიხეილ დაუშვილს - თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო „ქოლ-ცენტრების“ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობთ ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა

თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო ამ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობთ ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატს მიხეილ დაუშვილს, რომელმაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი წარმოადგინა.

მდინარაძე ასევე დაინტერესდა იმ ფაქტითაც, იმუშავებენ თუ არა კომისიის შექმნის შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორები იმ მიმართულებითაც, რომ დაადგინონ, იკვეთება თუ არა საქმეში გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი.

„თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო ამ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობთ ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა. ვთქვათ, რომ დაგეთანხმოთ და შეიქმნას ეს კომისია, რა იქნება მთავარი მიმართულება, საით მიდის საპარლამენტო გამოძიება? თავად საქმის დეტალები არის საპარლამენტო გამოძიების ობიექტი - როგორ იძიებენ სამართალდამცავები მიმდინარე საქმეს, თუ თქვენს, ოპოზიციის ლოგიკას რომ გავყვეთ, ვიღაც საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო არ შეიძლებოდა და დაიწყებთ იმ პერიოდიდან, როცა შს მინისტრი იყო გიორგი გახარია და როცა ეს ე.წ. „ქოლ-ცენტრები“ შეიქმნა?! შემდეგ პრემიერი გახდა გახარია და ამ პასუხისმგებლობის მიმართულებით ხომ არ აფარებს ვინმე ხელს, ხომ არ იყო და ხომ არ არის? ასევე, მაინტერესებს, ჩაერთვება თუ არა, ამ კომისიის საქმიანობაში „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი ეჭვმიტანილის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაცია? ვაშაძე, რომლის მიმართულებითაც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს? მე არ მჯერა, რომ მისმა ძმამ არახამიას ძმას მიაქირავა ფართი შემთხვევით და იქ ე.წ. ქოლ-ცენტრი აღმოჩნდა. თქვენ ჩაერთვებით თუ არა, გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობის საკითხი არის თუ არა, ამ მიმართულებით იმუშავებთ თუ არა?“- განაცხადა მდინარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის