ასეთი ტიპის განცხადებები, მეგობრებო, თითქოს გამოძიება არ წარიმართება სწორად და შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას, არის ისევ თქვენი მხრიდან იმაზე ხაზგასმა და იმის დადასტურება, რომ თავად გეშინიათ საგამოძიებო კომისიის შექმნის, - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობენ.
სამნიძის თქმით, თუ უმრავლესობა პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ სიმართლე გაირკვეს, რა პრობლემაა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია.
„ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან იმაზე ხაზგასმა, თუ საიდან ჰქონდა ასეთი ინფორმაცია მომხსენებელს. როგორც ჩანს, როდესაც საკითხისთვის ემზადები და პროფესიონალურად უდგები, ეს ძალიან უცხოა „ქართული ოცნებისთვის“ და იმ წუთას ეჭვებს აჩენს, რატომ იცის მომხსენებელმა ყველაფერი იმ საკითხზე, რა საკითხზეც გამოაქვს თემა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, ძალიან სამწუხაროა! მეორე, ისე საუბრობს „ქართული ოცნება“, რომ გამოძიების საშუალებას თქვენ არ მოგვცემთო, თითქოს თვითონ არ იქნებიან საგამოძიებო კომისიაში და თავად არ ექნებათ იმის საშუალება, რომ თვალყური ადევნონ ამ გამოძიების პროცესს, კომისიაში თავად საკუთარი მონაწილეობით. ასეთი ტიპის განცხადებები, მეგობრებო, თითქოს გამოძიება არ წარიმართება სწორად და შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას, ეს არის ისევ თქვენი მხრიდან იმაზე ხაზგასმა და იმის დადასტურება, რომ თავად გეშინიათ საგამოძიებო კომისიის შექმნის. თუ პრობლემას ვერ ხედავთ იმაში, რომ გაირკვეს სიმართლე, რა პრობლემაა, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. აქვე კითხვას დაგისვამთ, ბატონო მიხეილ, ამ სქემებთან დაკავშირებით თქვენი ინფორმაცია როგორ მოიპოვეთ, სად მოიპოვეთ, როგორ მუშაობს ეს „ქოლ-ცენტრები“, სად შეიძლება, რომ მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ?!“ - განაცხადა სამნიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"