ირაკლი კობახიძე - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე

თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. ამით უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, არის თუ არა რუსეთი საქართველოს მტერი.

მისი თქმით, მსგავსი კითხვების დასმა მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელიც ქვეყნის „უკრაინიზაციას“ ცდილობს.

„არის თუ არა რუსეთი მტერი, ეს არის სპეკულაციური შეკითხვა, რომლის მიზანიც ესკალაციაა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს. რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია, მაგრამ თუ მტერი ხარ, მაშინ აიღე იარაღი და ისროლე“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში