ლევან ხაბეიშვილი - საქმე ეხება მკვლელ ლავროვს და მისი ოჯახის წევრების ტაშ-ფანდურს საქართველოში - მოგიწოდებთ, ვისაც შეგიძლიათ მოხვიდეთ აქციაზე დედაქალაქში, ვისაც შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ყვარელში და ადგილზე გააპროტესტოთ

დღეს 18:00 საათიდან შევიკრიბოთ რუსთაველზე და ვისაც შეგვიძლია წავიდეთ ყვარელში ადგილზე გასაპროტესტებლად , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა „საქართველოს ბოლომდე გარუსება გადაწყვიტა“, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხი ერთად დადგეს.

„დღეს აქციაზე მისვლა და გაპროტესტება უმნიშვნელოვანესია, როდესაც საქმე საქართველოს სუვერენიტეტს ეხება. საქმე ეხება მკვლელ ლავროვს და მისი ოჯახის წევრების ტაშ-ფანდურს საქართველოში, რომლებიც სანქცირებულები არიან. ეს ის ლავროვია, რომელმაც პუტინთან ერთად გასცა განკარგულება საქართველოს ოკუპაციის, ქართველი ხალხის წამების, არაადამიანური მოპყრობის შესახებ და შესაბამისად, ამ ადამიანს არაფერი ესაქმება საქართველოში.

მოგიწოდებთ ყველას , ვისაც შეგიძლიათ მოხვიდეთ აქციაზე დედაქალაქში, ვისაც შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ყვარელში და ადგილზე გააპროტესტოთ. ჩვენ ვნახეთ ნიღბიანი ზონდერების, „რუსული პარტიის“ ძალადობრივი ქმედებები ანტიპუტინისტურ აქციაზე ყვარელში. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ბოლომდე გარუსება, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ქართველი ხალხი ერთად დადგეს. ყველამ გადავდოთ აბსოლუტურად ყველა განსხვავება, რაც კი არსებობს - პოლიტიკური, მოქალაქეობრივი, საქმიანი, ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდით, რადგან საქმე ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალს ეხება.

მნიშვნელოვანია დღეს 18:00 საათიდან რუსთაველზე შევიკრიბოთ. ასევე, ვისაც შეგვიძლია წავიდეთ ყვარელში, ადგილზე. ათობით ჩვენი მოქალაქე აბსოლუტურად უსამართლოდ არის დაკავებული. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის პოლიტიკურ პარტიებს, ეს ქვეყანა არ ეკუთვნის პოლიტიკურ ლიდერებს, ეს ქვეყანა ეკუთვნის მის აღმატებულება ქართველ ხალხს. უმნიშვნელოვანესია თითოეულის ჩართულობა და აქტიურობა,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს