კახა კალაძე - ფაქტობრივად, არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ფაქტობრივად, არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია.

როგორც მან „ქართული ოცნების" ისნის, სამგორის, კრწანისისა და მთაწმინდის ორგანიზაციების კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა, მოხდება რაიონული პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეებისა და ბიუროს წევრების არჩევა.

„ეს პროცესი გაგრძელდება და გვინდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა რაიონში ჩავიდეთ და შევხვდეთ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს. დღეს საუბარი გვექნება სხვადასხვა საკითხებზე, გამოწვევებზე, პრობლემებზე, თუ რა არის გასაკეთებელი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" „ქართული ოცნების" ისნის, სამგორის, კრწანისისა და მთაწმინდის ორგანიზაციების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ესწრებიან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს