სალომე სამადაშვილი - "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციებზე საუბარი საზოგადოების მოტყუებაა

კონსულტაციებზე საუბარი საზოგადოების მოტყუებაა. მნიშვნელობა არ აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორ კანდიდატზე დათმობაზე წავა თუ არა "ქართული ოცნება" - ევროკავშირის არც ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნას რომ არ ასრულებს, ეს უკვე ცნობილია ყველასთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიიღებს თუ არა ოპოზიცია უმრავლესობასთან კონსულტაციებში მონაწილეობას.

სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" დღის წესრიგია, რომ ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია გააგრძელოს.

"ქართული ოცნების" მხრიდან კონსულტაციებზე საუბარი საზოგადოების მოტყუებაა და ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ. ეს ვნახეთ სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესში, როცა წარმოუდგენლად ბევრი დრო დაიკარგა იმ პროცედურაში, რომელიც თვითონ მოიგონეს და ბოლოს მათთვის სასურველი ადამიანი დანიშნეს. ვნახეთ, ასევე, რა გააკეთეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დროს, როცა ფარულ გარიგებაში შევიდა რამდენიმე ოპოზიციონერთან და ასე გაიყვანა საკუთარი კანდიდატები. ამიტომ ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ ორ კანდიდატზე რაიმე დათმობაზე წავა თუ არ წავა. "ქართულმა ოცნებამ" უკვე აჩვენა საზოგადოებას და ევროკავშირთან, რომ მათი დღის წესრიგია გააგრძელოს ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაცია, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებს "ქართული ოცნება", რადგან ის, რომ ეს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის არც ერთ მნიშვნელოვან მოთხოვნასეს უკვე ცნობილია ყველასთვის," - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით ასარჩევ ორ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესი ორი კვირით გადაიდო.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე ტურის კენჭისყრა ფორმალურად ჩატარდა და შედეგად, ოთხივე კანდიდატი ჩავარდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად მეორე ტურში ოთხი - სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკილაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა). მესამე ტური 30 მაისს გაიმართება.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო