შალვა პაპუაშვილმა 1923 წელს დახვრეტილი „სამხედრო ცენტრის“ წევრების ხსოვნისადმი მიძღვნილი საინფორმაციო დაფის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

დღეს, იმ ადგილას, სადაც 100 წლის წინ დახვრიტეს „სამხედრო ცენტრის“ წევრები, ჩვენი გმირი წინაპრები, გაიხსნა მემორიალი მათი ხსოვნის საპატივცემულოდ. ეს იყო მოვლენა, ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ვერ გაუძლეს თავსმოხვეულ მმართველობას, უცხო ქვეყნის დიქტატს, უსამართლობას და გეგმავდნენ ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი ბრძოლა აჩვენებს, რომ საქართველო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა უცხო ქვეყნიდან თავსმოხვეულ მმართველობას და დიქტატს და ყოველთვის ისწრაფოდა დამოუკიდებლობისთვის.

„1921 წელს არ დასრულდა საქართველოს ოკუპაციის პროცესი. ეს ბრძოლა გრძელდებოდა და ქართველები ეწინააღმდეგებოდნენ ოკუპაციას. 1923 წელს ეს ჯგუფი იქნა აყვანილი და შემდეგ მისი წევრები დახვრეტილი. 1924 წელს იყო აჯანყების მცდელობა და შემდეგ ყოველთვის ქართველები ეწინააღმდეგებოდნენ უცხო ქვეყნიდან თავსმოხვეულ მმართველობას და დიქტატს, ყოველთვის ისწრაფოდნენ დამოუკიდებლობისკენ, რაც საბოლოო ჯამში დაგვირგვინდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობით.

ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი მოქალაქეების ხელში უნდა იყოს და ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა განსაზღვრავს, იყოს ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე და 1923 წელს დახვრეტილი „სამხედრო ცენტრის“ წევრების შთამომავლები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება