როდესაც ვამბობთ, რომ რუსები ოკუპანტები არიან, ეს ქსენოფობიური განცხადებაა? სრული სიგიჟეა - ავადმყოფურად სიგიჟეებს ლაპარაკობს ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა იმაზე საუბარი, რომ საქართველოში ლავროვისა და პუტინის წინააღმდეგ პროტესტი ქსენოფობიაა.
„ლავროვის გაპროტესტება ქსენოფობიაა? ამას ამბობს კრემლის აგენტი ირაკლი კობახიძე. მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის, პუტინის და ლავროვის გაგრძელება ლაპარაკობს ამას. ანტი სახელმწიფოებრიობაა, როდესაც ლაპარაკობენ, რომ ლავროვის და პუტინის გაპროტესტება ამ ქვეყანაში ქსენოფობია ყოფილა. როგორ შეიძლება ეს სერიოზულად განვიხილოთ?“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, ხაბეიშვილმა უპასუხა კითხვას სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „სანქცირებული ნოვოროსისკის პორტის მიმართულებით საქართველომ დაიწყო ტვირთების მიწოდება“.
მისი თქმით, როდესაც ვლადიმერ პუტინს დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობას აძლევ, ეს სახელმწიფოს წინაშე ღალატია.
„ჩვენდა სამწუხაროდ, რუსული პარტია პუტინს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ჩვენ არაერთი ფაქტი გამოგვივლენია. ეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე მოღალატეობრივი საქციელია. ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ჩვენი ხალხის წამება, მკვლელობა, მოტაცება გრძელდება. ეს არ დასრულებულა. ამასობაში, როდესაც პუტინს დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობას აძლევ, ეს არის სახელმწიფოს წინაშე ღალატი, პარალელურად ბარბაროსულ ომს აწარმოებს უკრაინაში, პუტინი სამხედრო დამნაშავედაა გამოცხადებული. ამ დროს, ასეთ შავ ხვრელად აქციო საქართველო და პუტინს ეკონომიკური შესაძლებლობა მისცე, დანაშაულია“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"