არჩილ თალაკვაძე - მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს - რუსეთმა ცალმხრივად, ჩვენ გარეშე მიიღო ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება

მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს - რუსეთმა ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას, ჟურნალისტებთან აღნიშნა.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ახლა პარტნიორებმა მთავარი ყურადღება და ძალისხმევა უნდა მიმართონ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი დაყოვნების გარეშე მიიღოს.

"მინდა დავარწმუნო პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. რუსეთს ცალმხრივად ჰქონდა თავის დროზე ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი მოქალაქეების სანქცირებაზე და ახლაც ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღო ეს გადაწყვეტილება. საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების მიმოსვლას და რასაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვს, არის მიუღებელი, წარმოუდგენელი და წინააღმდეგობაშია მოქალაქეების, საზოგადოების ინტერესებთან. ისინი ითხოვენ, რომ, პრაქტიკულად, ჩვენი მოქალაქეები დავასანქციროთ, რაც წარმოუდგენელია. მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველო არ არსებობს. დღეს მთავარი ყურადღება და ძალისხმევა ჩვენმა პარტნიორებმა უნდა მიმართონ იქითკენ, რომ საქართველომ დაყოვნების გარეშე მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს სართულიანად ეკუთვნის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილების გადავადებამ გამოიწვია რისკების გაზრდა, რომელიც ამ რეგიონში ისედაც მაღალია და არის სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების რუსეთის მხრიდან იმ სახელმწიფოების მიმართ, ვისი ტერიტორიებიც ოკუპირებული აქვს," - განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის.

"შეშფოთებული ვართ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ,"- განაცხადა მილერმა.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს