შალვა პაპუაშვილი - ყოფილები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობენ - „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკაა, როდესაც ისინი თითქოს გადიან, ემიჯნებიან ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში, ერთი ორგანიზაციის ნაწილი არიან

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფილი ლიდერები არ არსებობენ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია, რომელიც აერთიანებს „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩს“, „დროას“ და „ლელოს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკაა, როდესაც ისინი თითქოს გადიან, ემიჯნებიან ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში, ერთი ორგანიზაციის ნაწილი არიან. ასეთივე „ნაციონალური მოძრაობა“ არის მხოლოდ ის „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „დროა“. ყველა ეს ჯგუფები გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ყოფილი ლიდერები. ყოფილები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობენ. აქედან გამომდინარე, ლიდერებს რაც შეეხება, ისინი უბრალოდ გაშლილი არიან, როგორც ჩანს, ესეც ერთ-ერთი ტაქტიკური ნაწილია, რომ გაიყონ და საზოგადოება გარკვეულწილად დააბნიონ, თითქოს გადახალისება ხდება. სინამდვილეში ეს არის ერთი პარტია, მიხეილ სააკაშვილის, რომლის ქვეშ არის „ნაციონალური მოძრაობაც , „გირჩიც“, „სტრატეგია აღმაშენებელიც“, „დროაც“ და სხვა ჯგუფებიც, ასევე „ლელოც“, სადაც ქალბატონი სალომე სამადაშვილია. რესურსი არის ზუსტად ის, რაც ჰქონდათ, დაღმავალი ტენდენციით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო