ანა დოლიძე - პარლამენტში შევიტანეთ საკანომდებლო წინადადება, რომლითაც მოვითხოვთ უპირატესობა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეებს სამსახურში დასაქმების დროს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომელიც გულისხმობს უპირატესობის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებისთვის შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში.

ანა დოლიძის შეფასებით, მმართველი პარტიის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესშია, ტყუილია და გაზრდილი ემიგრაციის ფონზე საჭიროა დარეგულირდეს საქართველოს მოქალაქეების უფლებები.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიული საომარი მოქმედებები უკრაინაში, გეომეტრიული პროგრესიით იმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ფაქტებმა საქართველოში. შესაბამისად, გაჩნდა კრიტიკული საჭიროება, გაზრდილი ემიგრაციის ფონზე დარეგულირდეს საქართველოს მოქალაქეების უფლებები შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში. ძალიან მნიშნველოვანია ხალხს ავუხსნათ, რომ, როდესაც „ოცნება“ გვეუბნება: „რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ჩვენს ეკონომიკურ ინტერესშია“,- ეს არის დიდი ტყუილი. ჩვენ ვდგავართ კოლონიზაციის წინაშე, აქ ჩამოსულ რუს ტურისტს ხვდება რუსი გიდი, რუსული ტურისტული სააგენტო, მთელი მომსახურების სფერო. შესაბამისად, დოვლათი თითქოს შემოდის, 90% კი ისევ გაედინება მოსკოვში, ეს არის კოლონიზაციის ფორმა. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ, აუცილებელია, შრომით ბაზარზე დასაქმების დროს უპირატესობა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეებს. ეს იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელითაც დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოზღვავების ფონზე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს