შალვა პაპუაშვილმა იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს საქართველო-იაპონიის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ელჩმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორ-ნახევარი წელიწადი არ არის დიდი დრო, საქართველოში მისი საქმიანობა ინტენსიური იყო, რამაც შედეგად ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება და ხალხთაშორისი კავშირების გააქტიურება გამოიღო.

ელჩის თქმით, იაპონია დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით ე.წ. შუა დერეფნის პოპულარიზაციის მიმართულებით. ასევე, გაგრძელდება საქართველოს მხარდაჭერა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხრიდან.

შალვა პაპუაშვილმა იაპონიასთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და იაპონიის მომავალ ელჩთან ღია თანამშრომლობის მზაობა გამოხატა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს