თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში სროლისას დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში სროლისას დაჭრილ მამაკაცს ოპერაცია უტარდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადეს, სადაც დაშავებულია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე ერთი-ერთი კაფის ვერანდაზე სროლა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლა ახალგაზრდა ბიჭმა 7-ჯერ განახორციელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა