ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან მილოცვის წერილი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დონე, რომელიც ჩვენი ერების ნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც საუკუნეებია მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში ცხოვრობენ, კმაყოფილებას იწვევს, ორმხრივი მხარდაჭერა და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ერთობლივი ფართომასშტაბიანი რეგიონალური პროექტები არის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მოკავშირეობას განაპირობებს”, - წერს ალიევი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქართულ-აზერბაიჯანული ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება, და ნაყოფიერი ურთიერთქმედება “როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ საფუძველზე” გაფართოვდება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს