პრემიერი - თუ ევროპელ პარტნიორებს რეალურად სურთ ქვეყანაში მშვიდობის,  შენარჩუნება და პოლარიზაციის დასრულება, მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი

თუ მათ [ევროპელ პარტნიორებს] რეალურად სურთ ქვეყანაში ამ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების შენარჩუნება და რაც მთავარია, მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის, ნომერ პირველი ვალდებულების შესრულება, ანუ პოლარიზაციის დასრულება, მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმიტომ, რომ ამას ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დიასპორის ფორუმი 2023 ფორუმი იმართება.

პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, მათ შორის ისაუბრა, კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, რისთვისაც, მისივე თქმით, ყველა ვალდებულება დროულად შესრულდა და თუ რაიმე პატარა ხარვეზია დარჩენილი, ისიც გამოსწორდება.

პრემიერის განმარტებითვე, მთელი ეს პროცესი ალბათ, ივნისის ბოლომდე დაიხურება, ამიტომ, დარჩა ერთი მთავარი, პოლარიზაციის დასრულება.

„ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გვითხრეს, რომ უნდა დაასრულოთ პოლარიზაცია. თქვენ თუ გადახედავთ, რაზე არის მთავარი პოლარიზაცია და რაზე ავრცელებენ ამდენ ტყუილს, ცილის წამებას, დეზინფორმაციას, მე მჯერა, რომ თქვენ ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ისმენთ, მით უმეტეს, მედია გარემო დღეს აბსოლუტურად გახსნილია. ათეულობით მედია არსებობს საქართველოში. აბა, გაიხსენეთ, რამდენი ტელევიზია იყო თავისუფალი და ოპოზიციური 2012 წლამდე. გახსენდებათ რომელიმე? ერთი იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააფუძნა, „მე-9 არხი“. საბაჟოზე ანტენებს უწვავდნენ და საშინელება ხდებოდა, სიგნალის გავრცელების საშუალება არ გვქონდა, ეს გარემო იყო, დღეს რომ გამოდიან და აკრიტიკებენ ჩვენ ხელისუფლებას. ეს ყველაფერი შედარებისთვის გავიხსენე. ე.ი. რჩება მთავარი თემა, პოლარიზაციის დასრულება. ანუ ის გუნდი, რომელიც აბსოლუტურად ანტიპოდი იყო, ანტიევროპული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალა, გვეუბნება, რომ თურმე ჩვენ, ვინც მაქსიმუმი გააკეთა ბოლო ათ წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე და თუნდაც, ნატო-ს მიმართულებითაც, მე ვიყავი ის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ნატო-ს გენმდივანთან ერთად 2015 წელს გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში, ეს გუნდი ამბობს, რომ თურმე ისინი [წინა ხელისუფლება] მიაღწევდნენ თუ მიაღწევენ - ჯალათები, სადისტები და მკვლელების, ომის პარტია. მე არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აუცილებელია, რომ შევახსენო, იმიტომ, რომ გვისმენს ჩვენი დიასპორა და მინდა, მათ ჩვენი სათქმელი კარგად გაიგონ.

ამიტომ, ჩემი გზავნილი გუშინ იყო შემდეგი, ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად: მინდა დავიჯერო, რომ ასე არის ჩვენი ევროპელი მეგობრების უმრავლესობა და ჩვენ ამაში დარწმუნებას ყოველდღიურად ვცდილობთ, მეც, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთელი გუნდი - თუ მათ რეალურად სურთ ქვეყანაში ამ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების შენარჩუნება და რაც მთავარია, მათ მიერ განსაზღვრული პრიორიტეტის, ნომერ პირველი ვალდებულების შესრულება, ანუ პოლარიზაციის დასრულება მაშინ ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ამას ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ჩვენ მიერ განვლილი გზით, ომებით, ბრძოლით, რითაც დღემდე მოვედით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს ქართველი ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაყრდნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნება, სჯერა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„ნატო-ს მისიებში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობაზე მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა. ერაყში, ავღანეთში ასევე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მე მახსოვს, მაშინ, როცა ჩამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი საფრანგეთის, ფრანსუა ოლანდი, პირდაპირი თხოვნა გადმომცა, რომ იქნებ საქართველოს გაეგზავნა მისია. ეს იყო ევროკავშირის მისიით, ევროკავშირის ეგიდით მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ მაშინ გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტე, გავაგზავნეთ ერთი ასეული, თუ არ ვცდები. ძალიან განმსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანი მისია შეასრულა ჩვენმა ჯარმა აფრიკაშიც. ერაყში 2000 კაცზე მეტი იყო - ჩვენი გმირი ჯარისკაცები. 18 000 ჯარისკაცი იმყოფებოდა ერაყში და ავღანეთში მისიებით. 32 ჩვენი გმირი სამხედრო დავკარგეთ. სიცოცხლე გაიღეს ნატო-სთვის, მსოფლიო მშვიდობისთვის. ასეულობით ჩვენი გმირი ჯარისკაცი არის მძიმედ დაჭრილი. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი და მე მქონდა და მაქვს შეხება ამ ადამიანებთან. ვიცი, რამხელა სიმძიმეს ატარებენ ეს ბიჭები. ზოგს ხელი აქვს დაკარგული, ფეხი და ასე შემდეგ, უამრავი ტრავმა მიიღეს, რისთვის მეგობრებო. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს, ასე იყო საჭირო. რაღაც მიზანი დავსახეთ, ვთქვით, რომ ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და წავიდნენ ვაჟკაცურად, ისევე როგორც ამას ყოველთვის ჩვენ, ქართველები ვაკეთებთ და თავი გაწირეს. კრიტიკულ დროს მე ამას ვახსენებ ყოველთვის და ყოველთვის შევახსენებ ჩვენს მეგობრებს. ჩვენ უკან არ ვიხევთ არასოდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი! ჩვენ ჩვენი შედეგებით, ჩვენი მუშაობით, ჩვენი მიღწევებით, განვლილი გზით, ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, ძალიან გულსატკენი იყო ის განცხადება, რომელიც მოვისმინეთ შარშან, ზოგმა გეოგრაფია დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, ზოგმა რაღაც. დამსახურებაზე დაყრდნობილი პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ იქნება, მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამას იმსახურებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა პრემიერმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ