ილია დარჩიაშვილი - სიმბოლურია, რომ ქართული დიასპორის დღე დამოუკიდებლობის დღესთან ერთად აღინიშნება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნისა და დიასპორის ერთიანობას

2023 წლის 27 მაისს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის" გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დიასპორის ფორუმის სახელწოდება და სულისკვეთება სრულ თანხვედრაშია ქვეყნის წინაშე ამჟამად მდგარ გამოწვევებთან და იმ ამბიციურ ნაბიჯთან, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გადადგა.

ილია დარჩიაშვილმა ამ პროცესში ქართული დიასპორის ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დიასპორამ კარგად იცის ევროპული ღირებულებების ფასი და იმ სიკეთეების მნიშვნელობა, რომელთა მოტანაც შეუძლია ევროპული ოჯახის წევრობას.

„საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან ახალ ეტაპზე აიყვანა. ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა წლის ბოლოს მან სათანადო აღიარება პოვოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რაც, თავის მხრივ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით განისაზღვრება“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ილია დარჩიაშვილმა თავის გამოსვლაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სამი მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" და „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ - მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დასახელდებიან ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულები.

მინისტრის განცხადებით, დიასპორის ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფებისთვის გაიმართება დისკუსია სამ თემატურ პანელზე: 1. განათლება და კულტურა - „ეროვნული იდენტობა ქართულ დიასპორაში"; 2. ბიზნესი და ეკონომიკა - „ქართული დიასპორა რეგიონული განვითარებისთვის" და 3. „ახალგაზრდობა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები" .

საგარეო საქმეთა მინისტრმა საზღვარგარეთ მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიებსა და სამრევლოების როლზე და სახალხო თუ კულტურული დიპლომატიის მრავალმხრივი პლატფორმის გამოსაყენებლად, ქართული დიასპორის დიდ პოტენციალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიასპორას აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს ქვეყნის ცნობადობა, აქტიურად მოახდინოს საქართველოს მიღწევებისა და ევროპული ფასეულობების პოპულარიზაცია და ხელი შეუწყოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფებების განხორციელებას.

„სახელმწიფო აცნობიერებს ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. საქართველოს განვითარება ქართული დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება. დიასპორის ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სახელმწიფოს მიერ მაღალ ნიშნულზეა აყვანილი, რაც აისახა ქვეყნის განვითარების სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში."-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია ყველას ახსოვდეს, რომ როდესაც საქართველო ცდილობს ევროპულ ოჯახში დამკვიდრებას, ქვეყნის ევროპული მომავალი წინაპრების მიერ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მიღებულ, გააზრებულ არჩევანს ეფუძნება.

ილია დარჩიაშვილმა ერთ-ერთ ასეთ ცნობილ ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ლომთათიძეზე ისაუბრა, რომლის ნეშტიც, ქართული დიასპორის დღეების ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით საქართველოში 26 მაისს ჩამოასვენეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ალექსანდრე ლომთათიძე მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში და გახლდათ ერთ-ერთი ხელმომწერი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტზე.

დასასრულს, თავის გამოსვლაში, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრსა (ICMPD) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ