ჩვენი სურვილია, რომ პრეზიდენტი არც ერთი პარტიის დღის წესრიგში არ იყოს ჩართული, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
თალაკვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია პრეზიდენტის ესკალაციისთვის, პოლიტიკური ფონის გაძაბვისა და საქართველოს წინააღმდეგ მათი მზაკვრული გეგმებისთვის გამოყენებას ცდილობს.
“რეალურად პრეზიდენტზე შეტევას რადიკალური ოპოზიცია ცდილობს. ეს ის ოპოზიციაა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არალეგიტიმურ და გაყალბებული არჩევნებით არჩეულ პრეზიდენტს უწოდებდა.
პოლიტიკური უსინდისობაა, როცა ოპოზიცია ჩვენ გვეუბნება, რომ პრეზიდენტზე რაიმე გავლენის მოხდენა გვინდა. რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, ჩვენი პოლიტიკური პარტიის საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ცალსახად ვთქვით, რომ ჩვენი ამოსავალი წერტილია ქვეყნის ინტერესები. ამოსავალი წერტილია ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობებში კონსტრუქციული ბალანსი არ დაირღვეს.
როცა პრეზიდენტს ვირჩევდით ვთქვით, რომ გვსურდა საქართველოს ზეპარტიული პრეზიდენტი ჰყოლოდა. დღესაც იგივეს ვამბობთ, ჩვენ გვსურს, რომ პრეზიდენტი არც ერთი პარტიის დღის წესრიგში არ იყოს ჩართული“, - განაცხადა თალაკვაძემ.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"