ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია პოლონეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პოლონეთის ვიცე - სპიკერის მიწვევით პოლონეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „რესპუბლიკური პარტიის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დეპუტატების ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე პოლონეთის, როგორც საქართველოს მეგობრისა და ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერის გაძლიერება.

„რუსეთის გავლენების ზრდის ფონზე, მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერება და უშუალო კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან”, - განაცხადეს მათ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ცნობით, დეპუტატები პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, რადოსლავ დარსკის და პარლამენტის ვიცე სპიკერს, მალგოჟატა გოშიევსკას შეხვდენ.

„ასევე, შეხვედრები გაიმართა პოლონეთის ანალიტიკურ ორგანიზაციებთან, სადაც განიხილეს ქვეყნის უსაფრთხოების გარემო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის ფონზე, რუსეთის გავლენების ზრდა და დასავლეთის მხარდაჭერის საკითხი ქვეყნის სუვერენიტის და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ნატოსა და ევროკავშირში წევრობის შესაძლებლობი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025