სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.

„საბჭოს სხდომაზე დამსწრეებმა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული გამოწვევები განიხილეს და ტოლერანტული კულტურის განმტკიცების მიზნით, სახალხო დამცველისა და რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა რელიგიათა საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობას და საბჭოს წევრებს თავისი სრული მხარდაჭერა დაუდასტურა“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა