სერგო ჩიხლაძე - ერთიანი სიის დემონიზებას არ ვახდენ, რადგან შეიძლება ასეთი რამეც გახდეს საჭირო  - ოპოზიციური პარტიები ერთი ალთასაა, მეორე - ბალთას, ერთობლივ ბრძოლაში უნდა შევიდეთ

„ერთიანი სია კატასტროფაა, ვიღაცასთან ერთად დგომა კატასტროფაა“ - ამას უნდა მოვეშვათ და პრაგმატულად რაც უკეთესი იქნება რეჟიმის დასამარცხებლად, იმაზე უნდა წავიდეთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ დაგეცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთიანი სიის „დემონიზება“ არ უნდა მოხდეს, რადგან როდესაც ყველა ერთად იბრძვის ივანიშვილის წინააღმდეგ, ასეთი რამ შეიძლება საჭირო გახდეს.

„ერთიანი სიის დემონიზებას არ ვახდენ იმიტომ, რომ როდესაც ვამბობთ, ივანიშვილი და აქეთ ყველანი ერთად, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ შეიძლება ასეთი რამეც გახდეს საჭირო. „ერთიანი სია კატასტროფაა, ვიღაცასთან ერთად დგომა კატასტროფაა“ - ამას უნდა მოვეშვათ და პრაგმატულად რაც უკეთესი იქნება რეჟიმის დასამარცხებლად იმაზე უნდა წავიდეთ. პუტინის რუსეთში რომ გაგაღვიძებს ივანიშვილი აი, მერე იქ ვსდიოთ, მე 5% მეკუთვნის და შენ - 3%“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ახლა ოპოზიცია ერთად არ იბრძვის პარტიები „ერთი ალთასაა, მეორე ბალთას“.

„ახლა არ ვიბრძვით ერთად. ოპოზიციური პარტიები ერთი ალთასაა, მეორე - ბალთას. მარტო განცხადება, რომ ვებრძვი რუსულ რეჟიმს, არ არის საკმარისი, ერთად ბრძოლა სხვა რამეა. ახლა ერთად არ ვიბრძვით და რატომ ვიტყუებთ თავს. ერთად ბრძოლაა, როდესაც შეთანხმებული გვაქვს ნაბიჯები: დღეს რას ვაკეთებთ, ხვალ რას ვაკეთებთ, მე რას ვამბობ, შენ რას ამბობ და ამაზეა საუბარი, რომ ჩვენ ერთობლივ ბრძოლაში უნდა შევიდეთ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა