კახა კალაძე - ლევან ხაბეიშვილი თავისი განცხადებებით რეალობას ძალიან აცდენილია - ქვეყანაში მომავალი ნამდვილად არ აქვს რადიკალიზმს, ბოროტებას, იმას, რაც 2012 წლამდე ხდებოდა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი თავისი განცხადებებით რეალობას აცდენილია. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარდგება 2024 წლის არჩევნებზე, თუმცა, ქვეყანაში მომავალი არ აქვს რადიკალიზმს და ბოროტებას, რაც 2012 წლამდე იყო.

„არ ვიცი, რა ტაქტიკით გამოვლენ არჩევნებში, ეს მათი გადასაწყვეტია, რამდენად სწორი იქნება ხაბეიშვილს ვუპასუხოთ, ესეც არ ვიცი. იმ განცხადებებიდან, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აკეთებს, ძალიან აცდენილია არსებულ რეალობას. ამიტომ, მათზეა დამოკიდებული და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმით გამოვა 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიცია, ეს ცალკე პარტიები იქნება, გაერთიანდებიან თუ სხვა, ეს მათი გადასაწყვეტია. ერთი რამ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში მომავალი ნამდვილად არ აქვს რადიკალიზმს, ბოროტებას, იმას, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა. ეს ყველაფერი არის წარსული და ამის მთავარი შემოქმედები გახლავთ ზუსტად ის კონკრეტული პარტია და პარტიები, რომლებიც ადრე ერთად იყვნენ და დღეს სხვადასხვა პარტიებად არიან დაშლილი",-განაცხადა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტქალაქში," "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება