მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის სააგენტომ კომპანია „აიპლიუსს“ დარღვევის ფაქტი დაუდგინა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „აიპლიუსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურად შეძენილი საქონლის უპირობოდ დაბრუნების და ასევე, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულები დაირღვა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

„ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მაისის ჩათვლით, სააგენტოში 240 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 149 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 7 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, 80 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 44 შეთანხმება გააფორმა. 41 საქმეზე გაფორმებულ 22 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 23 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 10 დარღვევის ფაქტი, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს