უკრაინის გენერალური პროკურორი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე - კრიმინალური რუსული რეჟიმის დასასრული მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - დამარცხება და ტრიბუნალი

რუსეთს მხოლოდ განადგურება და მოკვლა შეუძლია. კახოვკას ჰესის აფეთქება ამის კიდევ ერთი დასტური და საერთაშორისო დანაშაულია, - ასე ეხმაურება უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი რუსული ძალების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას.

„დღეს, კუთხეში მიმწყვდეული ოკუპანტები კლავენ და უსახლკაროდ ტოვებენ ათასობით ადამიანს, რომელთა „რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაცია“ სწორედ გუშინ სურდათ. ეს კანიბალური „გადამწვარი მიწის ტაქტიკა“ ჰიტლერის შესაფერისია. ვისაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ შესაძლებელია აგრესორთან რაიმეზე საუბარი, უნდა ახსოვდეს ჭუჭყიანი წყლის ნაკადები, რომელმაც წალეკა მშვიდად მძინარე ადამიანების სახლები. კრიმინალური რუსული რეჟიმის დასასრული მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - დამარცხება და ტრიბუნალი“, - აცხადებს ანდრეი კოსტინი.

ცნობისათვის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, კახოვკას ჰესის აფეთქების გამო 80-მდე დასახლების დატბორვის საფრთხე არსებობს. ხერსონის რეგიონალურ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ათზე მეტი დასახლება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიტბორა. მდინარე დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე კრიტიკულ ზონაში დაახლოებით, 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება