უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთის მიერ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტია

რუსეთის ფედერაციის მიერ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილ ტერორისტულად აქტად მივიჩნევთ, რომლის მიზანია რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი და ნგრევა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების განმარტებით, კახოვსკას ჰესზე ტერორისტული თავდასხმის საკითხი მანამდე მწვავედ განიხილებოდა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ძალების და რუსული ტელევიზიის პროპაგანდისტების დონეზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის წინასწარ იყო დაგეგმილი.

„კახოვკას ჰესის კაშხლის ნგრევა არის ადამიანის ქმედების მიერ გამოწვეული და ეკოლოგიური ტერორიზმი, ადამიანის ქმედებით გამოწვეული ყველაზე დიდი კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელების კიდევ ერთი გამოვლინება. ეს არის კრემლის პასუხი ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მოწოდებით გამოდიან“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მკაცრად დაგმოს რუსეთის ტერორისტული თავდასხმა კახოვსკას ჰესზე.

„რუსეთის ფედერაციის ჩადენილი დანაშაული ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის მაღალ აქტუალობას. მოვუწოდებთ უცხო ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე შეუერთდნენ მის განხორციელებას, კერძოდ, პუნქტს, რომელიც ეკოციდს ეხება. ჩვენ ასევე მივმართავთ „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ქვეყნებს და ევროკავშირს, სასწრაფოდ განიხილონ რუსეთის ფედერაციის მიმართ ახალი სანქციების დაწესება, კერძოდ, რუსეთის სარაკეტო მრეწველობისა და ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ“, - აცხადებენ უწყებაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით