წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

7 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით წერეთლის გამზირზე სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, რაშიც კომპანია 12 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

„წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 7 ივნისს 14:00 საათზე დაიწყებენ, ბაგრატიონის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ და 35 წერტილზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 7 ივნისის 14:00 საათიდან, 8 ივნისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის, რობაქიძის, ბაქრაძის, ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, დიღმის მასივის II კვარტლის ნაწილს. ტრანსპორტის, ჩალაძის, სურამის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ვორონინის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ა.ქურდიანის, ყიფიანის, ხვამლის, პასტერის, ვანის, გოგოლაურის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, ბორჯომის, ცემის, ფოთის, მირცხულავას, კოსმონავტების, კერესელიძის და მაიაკოვსკის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს