ვოლოდიმირ ზელენსკი - წელს ვილნიუსში უნდა გადაწყდეს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, ტერორმა უნდა წააგოს

წელს ვილნიუსში უნდა გადაწყდეს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, ტერორმა უნდა წააგოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ბუქარესტის ცხრიანის” სამიტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“სამწუხაროდ, წელიწადზე მეტია, რაც რუსეთი აკონტროლებს კაშხალსაც და მთლიანად კახოვკას ჰესს. მისი გარედან აფეთქება დაბომბვებით, ფიზიკურად შეუძლებელია. იგი დანაღმული იყო. დანაღმული სწორედ რუსი ოკუპანტების მიერ და მათ მიერ აფეთქებული”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ ევროპა სისუსტეს გამოიჩენს და “სისუსტე ტერორისტების მთავარი იმედი და ფსონია.”

“მეტი აღარანაირი სისუსტე ევროპაში აგრესიის ბოროტების მიმართ! მეტი აღარანაირი გაურკვევლობა ევროპაში უსაფრთხოების პერსპექტივების მიმართ! ყოველი ჩვენი ნაბიჯი, ყოველი ჩვენი გადაწყვეტილება, ყოველი ჩვენი სამიტი რუსული ტერორისგან ჩვენს დაცვას უნდა აძლიერებდეს. და უდავოდ, ნატო-ს ვილნიუსის სამიტმა ეს უნდა უზრუნველყოს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “უნდა გაირკვეს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი იქნება, და ეს მხოლოდ უკრაინის შეერთების მოწვევამ შეიძლება გაარკვიოს.”

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ასევე უნდა გაირკვეს ალგორითმი და ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც მოხდება უკრაინის გაწევრიანება, ალიანსში გაწევრიანებამდე კი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა გაფორმდეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში