ირაკლი ბურჭულაძე - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას დავანახეთ ჩვენი პოტენციალი, მუდმივ კალენდარში მოვხვდით, რაც უმნიშვნელოვანესია, როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს მაღალ დონეზე უმასპინძლებს.

მისი თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება 2023 წლის თებერვალ-მარტში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე შეფასების შემდეგ მიიღო.

„ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას და მსოფლიო თასის ეტაპებს მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ.

გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ, უახლესი ინფრასტრუქტურითა და კარგად დაკომპლექტებული საორგანიზაციო ჯგუფით. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველო ღირსეულად წარმოჩენილიყო. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას დავანახეთ ჩვენი პოტენციალი, შესაძლებლობები. არაერთხელ იყო აღნიშნული მათ მიერ, რომ იდეალურად შევასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ ამიტომ მუდმივ კალენდარში მოვხვდით, რაც უმნიშვნელოვანესია, როგორც ზამთრის კურორტებისა და სპორტის განვითარებისთვის, ისე საქართველოს პოპულარიზაციისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი, საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება. გუდაური და ბაკურიანი, როგორც მსოფლიო თასის ეტაპების მასპინძლები, უკვე მონიშნულია FIS-ის კალენდარში.

„ჩასატარებელი მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში, გუდაურსა და ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მაღალი რანგის დელეგატები კლაუს ვალდნერი, უვე ბეიერი და ალბერტო სკიავონი ეწვივნენ, რომლებიც კონკრეტულ საშეჯიბრო არეალებს შეარჩევენ.

საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს (ბაკურიანი 2023), ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო კონკრეტულად კი, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვედრილიყო, ისეთ წამყვან ქვეყნებს შორის, როგორიც არის: შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, აშშ, კანადა და სხვა“, - ნათქვამია მთის ტრასების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება