პროკურორის განცხადებით, ყოფილი ცოლის თოკით გაგუდვასა და ხევში გადაგდების საქმეზე ბრალდებული მოკლულის ახლობლებს სამძებრო სამუშაოების დროს ეუბნებოდა, რომ მისი ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი იცოდა

პროკურორის, გია შაიშმელაშვილის ინფორმაციით, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის ახლობლებმა ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ლაჩაშვილს ჰკითხეს იცოდა თუ არა მისი ადგილსამყოფელის შესახებ, რაზეც უთითებდა, რომ არ იცოდა.

აღნიშნულის შესახებ პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"როდესაც ახლობლების მხრიდან ხდებოდა გარდაცვლილის ადგილსამყოფელის დადგენა, ამ ფარგლებში გარდაცვლილის ახლობლებმა ჰკითხეს ბრალდებულს, რა იცოდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ, რაზეც უთითებდა, რომ არ იცოდა“, - აღნიშნა პროკურორმა.

კითხვაზე, თუ ვინ იპოვა ქალის ცხადარი, პროკურორი განმარტავს: „ბრალდებულმა მიგვიყვანა...“.

„დაკავებამდე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გვაჩვენა ცხედარი. არსებობს ეჭვები ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე აპირებს, რომ ბრალდებულს ჩაუტარდეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ეს შემამსუბუქებელი გარემოება ვერ იქნება“, - აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ლაჩაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ, თეონა ეპიტაშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებული ფსიქიატრიულ კლინიკაშიც იყო მოთავსებული.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილმა ყოფილი ცოლი, 27 წლის მარიტა მაზიაშვილი ავტომობილში თოკით გაგუდა, მეორე დღეს კი, ნაქირავები მანქანით, გლდანის ხევში გადააგდო.

ნიკოლოზ ლაჩაშვილი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს