თსუ - სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვალერი არღუთაშვილის ინფორმაციით, არჩევნების პროცესი მშვიდ გარემოში მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, ცესკოში არცერთი საჩივარი არ შემოსულა.

ვალერი არღუთაშვილის განცხადებით, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 12 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები შედგა:

„დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა მიმდინარეობდა საარჩევნო რეგულაციების დაცვით, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის ხარვეზი, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ვალერი არღუთაშვილმა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და ასევე, დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის სკოლისა და მედიცინის ფაკულტეტების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებმა 160 რეგისტრირებული დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტისგან 120 დელეგატი აირჩიეს.

თვითმმართველობის არჩევნები უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში 8:00 საათზე დაიწყო. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა 3 არასამთავრობო ორგანიზაცია: „საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო“, „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“, „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“, ასევე, 2 კანდიდატის წარმომადგენელი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება