„თიბისის“ გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებში Meliora 2022-ის ჯილდო გადაეცა

„თიბისიმ“ „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022"-ის ჯილდო კატეგორიაში - „გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“ მიიღო. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფომაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „თიბისის“ ჯილდო პროექტისთვის „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში“ გადაეცა.

„კონკურსი Meliora, რომელიც პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში ტარდება, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ სამაგალითო კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის. „თიბისი“ კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. ბანკი სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოს მფლობელად 2018 და 2019 წლებშიც დასახელდა.

ჯილდო ექვს თემატურ კატეგორიაში გაიცემა, რომლებიც მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა ძირითად სფეროს: მწვანე ინიციატივა, პასუხისმგებელი დამსაქმებელი, კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე, საზოგადოების მხარდაჭერა, სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის საკითხებზე. გამარჯვებულები უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოავლინეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის გამჭვირვალე ინფორმაციისა და ობიექტური მაჩვენებლების მიწოდება. ამიტომ 2019 წლიდან ვაქვეყნებთ „თიბისის“ წლიურ მდგრადი განვითარების ანგარიშს. ანგარიშში ინფორმაცია საერთაშორისო ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების მიხედვით არის წარმოდგენილი და, ამავდროულად, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) შესაბამის ანგარიშგებას წარმოადგენს. ეს ანგარიში არის იმ პასუხისმგებლობის დასტური და განაცხადი, რომელიც „თიბისის“ 30 წელზე მეტია, აღებული აქვს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მომხმარებლების, თანამშრომლების, გარემოსა და საზოგადოების გაძლიერებას“, - განაცხადა გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„თიბისი“ მრავალწლიანი არსებობის მანძილზე აქტიურად ახორციელებს ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, რასაც არაერთხელ მოუპოვებია საერთაშორისო აღიარება. გარემოსა და საზოგადოების გასაძლიერებლად მომავალში კიდევ უფრო მეტი სამაგალითო პროექტი განხორციელდება“, - ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს