ალუდა ღუდუშაური - ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს

ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს და იმ გასაღებისთვის რომ ეპატიჟება სხვებს შემომიერთდითო, უფრო მეტად სასაცილო მდგომარეობაში არიან, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რეალურად ქვეყნის მომავლის გასაღები აქვს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და ასეთია “ქართული ოცნება”.

“ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ ოპოზიციის ერთი მხარე, რომელსაც ფინანსური რესურსი მწირი აქვს, ევაჭრება მეორეს, ვისაც პრაქტიკულად ფინანსური რესურსის გარდა სხვა არაფრის შეთავაზება შეუძლია და მეორე მხარე ეუბნება, რომ ვაჭრობის შემთხვევაში თავისი წესები უნდა ჰქონდეს და პირობებს აყენებს. ჩვეულებრივი მოთხოვნა-მიწოდების რეჟიმში არიან გადასული. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას” – “ნაციონალური მოძრაობა” ეუბნება სხვა დანარჩენს, რომ თურმე ხაბეიშვილს ჰქონია გასაღები და რისი გასაღები აქვს ხაბეიშვილს ჩვენ კარგად ვიცით - ხაბეიშვილს რისი გასაღებიც ჰქონდა, ისიც დაკარგული აქვს და ამიტომ აი, იმ გასაღებისთვის რომ ეპატიჟება სხვებს შემომიერთდითო, უფრო მეტად სასაცილო მდგომარეობაში არიან. რეალურად ქვეყნის მომავლის გასაღები ვისაც აქვს, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს მაღალი პასუხისმგებლობა და ასეთი არის “ქართული ოცნება”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა