პაატა მანჯგალაძე - საბნის გადაქაჩვა-გადმოქაჩვის პროცესში არ ვმონაწილეობთ, ოპოზიციის კოორდინაციის მომხრე ვართ და არა ერთიანობის, რომ ყველა ერთიან სიაში ჩავეწეროთ - პოლუსებიც აუცილებელია

საბნის გადაქაჩვა-გადმოქაჩვის პროცესში არ ვმონაწილეობთ, ოპოზიციის კოორდინაციის მომხრე ვართ და არა ერთიანობის, რომ ერთიან სიაში ჩავეწეროთ ყველა. პოლუსებიც აუცილებელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა ტიპის გაერთიანებაში ხედავს თავს მისი პარტია იმ პირობებში, როცა ამაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა" და ცალკე პოლიტიკური ცენტრის შექმნას აანონსებს „ლელოც".

მანჯგალაძე აცხადებს, რომ წითელი ხაზები მათთვის არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ არსებობს.

„სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ იმდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა კანდიდატის სტატუსის მიღება და ამ გზაზე დაბრკოლების - „ქართული ოცნების" ჩამოშორება, რომ წითელი ხაზები არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან არ გვაქვს. თუ გამარჯვების ინტერესი გვიბიძგებს რომ ვიყოთ კოალიციაში - ვიქნებით, თუ საჭირო იქნება რომ გავიდეთ მარტო - გავალთ მარტო. საბნის გადაქაჩვა-გადმოქაჩვის პროცესში არ ვმონაწილეობთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ოპოზიციის კოორდინაციის მომხრე და არა ერთიანობის, რომ ერთიან სიაში ჩავეწეროთ ყველა. პოლუსებიც აუცილებელია, რადგან რასაც ერთი პოლუსი ვერ შეძლებს, შეძლოს მეორე პოლუსმა. მრავალფეროვანი არჩევანი პრობლემა არ არის, მთავარია „ქართული ოცნების" ნაცვლად ერთმანეთის დემონიზება არ მოვახდინოთ. არჩევნებს ახასიათებს რადიკალიზმი და ზოგიერთი ოპოზიცია ჩვენთან, ერთმანეთთან დაკავშირებით უფრო რადიკალურია, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს