კახა კალაძე - რადიკალიზმს, ბოროტებას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა და ასეთ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანაში არანაირი მომავალი არ აქვთ

ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ რადიკალიზმს, ბოროტებას, იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა და ასეთ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყანაში არანაირი მომავალი არ აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების გადასაწყვეტია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული კოალიციის სახით მიიღებენ მონაწილეობას, თუ ინდივიდუალურად.

რაც შეეხება კითხვას, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილი შეიძლება გადააყენონ, კალაძის თქმით, აღნიშნული პარტიის გადასაწყვეტია, ხაბეიშვილთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ეს მათი გადასაწყვეტია. ლევან ხაბეიშვილი დღეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და სხვათა შორის, მე მას ვგულშემატკივრობდი, როდესაც პარტიის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობდა. სამომავლოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ლევანს გააგდებენ თუ დატოვებენ, ეს მათი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება პარტიებს, ასევე მათი გადასაწყვეტია, რა ტაქტიკით და როგორ წარდგებიან არჩევნებში. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ რადიკალიზმს, ბოროტებას და იმ უბედურებას, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა და ძალიან კარგად ვიცით, ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედები და კონკრეტული შემსრულებლები ვინც არის, ასეთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს ამ ქვეყანაში არანაირი მომავალი არ აქვთ. ისინი ყოველთვის მარცხისთვის განწირულნი იქნებიან. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ის უბედურება თავის თავზე გამოცადა, რაც ქვეყანაში 2012 წლამდე ხდებოდა. შესაბამისად, მოსახლეობა არასდროს დაუბრუნდება წარსულს და ისეთ გადაწყვეტილებას არასდროს მიიღებს, რომელიც დამანგრეველი და დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

რეალურად, ესენი ერთი მრწამსის ადამიანები არიან, ერთ დროს, ერთი კონკრეტულ ფრთის ქვეშ იყვნენ, სააკაშვილის გაერთიანებაში იყვნენ. შემდეგ დაიშალნენ, საკუთარი პარტიები შექმნეს. რეალურად, ეს ადამიანები ერთი მსოფლმხედველობის ადამიანები არიან. ასე რომ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და როგორ გამოვლენ არჩევნებში, ცალკეული პარტიები იქნებიან, თუ გაერთიანდებიან, ეს მათი გადასაწყვეტია. გულწრფელად გეტყვით, რომ ეს არაფერს ცვლის. ამასთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი ინტერესი არ მაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა