რატი ბრეგაძე - გამორიცხულია, რომ საქართველო ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდეს - პირიქით, ეხმარება სანქციების აღსრულებაში

როდესაც ვინმე ბედავს იმის თქმას, რომ უკრაინის ომი საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახა, უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფაა. უნდა რცხვენოდეს იმ ადამიანს, ვინც მსგავს რამეს წერს, რომ ომში მყოფ ხალხს ასეთ შეურაცხყოფას აყენებს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ CNBC-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც წერია, რომ „უკრაინის ომი საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკაზე დადებითად აისახა, თუმცა ახლა ქვეყნებს რუსეთთან გაზრდილი ვაჭრობის გამო, დასავლეთისგან სანქციები ემუქრება“.

„ფრაზას დაუკვირდით, რომ „უკრაინის ომი დადებითად აისახა“. როგორ შეიძლება რომ უკრაინის ომი... რა დონის აბსურდია ახლა ეს. როდესაც ვინმე ბედავს იმის თქმას, რომ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახა უკრაინის ომი... ტრაგედია მოჰყავს, რომ ვინმეს ეკონომიკურ განვითარებაზე აისახაო, ნუ, რა უნდა უპასუხო. ეს არის უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა, რაზეც მე არ გავაკეთებ კომენტარს და უნდა რცხვენოდეს იმ ადამიანს, ვინც მსგავს რამეს წერს, რომ ომში მყოფ ხალხს აყენებს ასეთ შეურაცხყოფას,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება სანქციებს, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო არათუ ვინმეს ეხმარება სანქციებისაგან გვერდის ავლაში, არამედ პირით, სანქციების აღსრულებაში ეხმარება.

„ადრეც ყოფილა გარკვეული საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა საქართველო ეხმარებოდა ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში. საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არც ერთ ფაქტი არ დადასტურებულა, მათ შორის ამერიკულმა მხარემაც კი გააკეთა შემდგომში ამაზე კომენტარი და შესაბამისად, რაიმე სახის მანიპულაცია, რომ საქართველო ვინმეს შეიძლება ეხმარებოდეს სანქციების გვერდის ავლაში, ამაზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. გამორიცხულია, რომ საქართველო ეხმარებოდეს, პირიქით, გამოჩნდა ძალიან ბევრჯერ, რომ საქართველო არათუ ვინმეს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, არამედ პირიქით, ეხმარება აღსრულებაში და ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
23-25 სექტემბერს საქართველოში ჩინური გამოფენა-გაყიდვა World Trade Expo Georgia 2023 ჩატარდება
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო