საქართველოში აგროსასურსათო სისტემაში კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გაძლიერებისთვის ახალი პროექტი იწყება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის წარდგენას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ესწრებოდნენ.

„მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ კლიმატის ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩამოვაყალიბოთ ისეთი კონკრეტული ხედვები, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორი გახდეს უფრო მეტად კლიმატგონივრული და კლიმატთან ადაპტაციის ღონისძიებები დაიგეგმოს და განხორციელდეს ევროკავშირის საერთაშორისო დონეზე მიღებული პრაქტიკის შესაბამისად. ჩვენ მზად ვართ შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები არსებულ სახელმწიფო პროგრამებში, დავნერგოთ ისეთი დამატებითი მექანიზმები, რაც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის ადაპტაციის შესაძლებლობებს გაზრდის და აღნიშნული სექტორიდან ჰაერში მავნე გაფრქვევებს მინიმუმამდე შეამცირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც პროექტის პრეზენტაციაზე აღინიშნა, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში, FAO-ს მიერ ჩატარდება სიღრმისეული და დეტალური შეფასება, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს განისაზღვროს მკაფიო ხედვა და მომზადდეს ზუსტი სამოქმედო გეგმა, რათა სოფლის მეურნეობის სექტორში დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ერთი მხრივ, მიმართული იქნება კლიმატის ცვლილებების პროცესებთან ადაპტაციის მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, სასოფლო-სამეურნეო სექტორიდან ემისიების შემცირებას შეუწყობს ხელს.

„საქართველოში პროგრამების განხორციელების თითქმის 20-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს აგროსასურსათო სისტემაში კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და ემისიების შემცირებით მდგრადი განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ერთობლივი ძალებითა და FAO-სა და პარტნიორების საუკეთესო გამოცდილებების გაერთიანებით, შეგვიძლია აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმირება, რომლებიც საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისათვის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ქვეყნის მდგრადი მომავლის განვითარებას დაეხმარება“, - განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.

პროექტი „სტრატეგიული მზაობა საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განსახორციელებლად და კლიმატის მდგრადობის მისაღწევად: სოფლის მეურნეობის სექტორის ტრანსფორმაცია დაბალემისიიანი და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი მიდგომებით“ დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მზაობის პროგრამის ფარგლებში და განხორციელდება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.

პროექტის წარდგენას ესწრებოდნენ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგროსასურსათო სექტორის ექსპერტები და სპეციალისტები.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა