რომან გოცირიძე - პარტია, რომელიც ცალკე გავა არჩევნებზე, განწირულია მარცხისთვის - პარტიები უნდა გაერთიანდნენ სხვადასხვა პირობით ბლოკებში

ყველა პარტია, რომელიც თავს ოპოზიციას უწოდებს, უნდა იყოს გაერთიანებული ერთ რომელიმე, დიდ პირობით ბლოკში, პარტია რომელიც ცალკე გავა არჩევნებზე, განწირულია მარცხისთვის და ეს დააზიანებს ოპოზიციურ ერთობას,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გოცირიძე აცხადებს, რომ მოსალოდნელია პოლიტიკურად გააქტიურდნენ ის ჯგუფები, რომლებსაც ჯერ პარტია არ აქვთ, თუმცა, აქტიურები არიან მათ შორის, აქციების ორგანიზების დროსაც.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტია, რომელიც თვითკმარია ელექტორალური თვალსაზრისით, არის „ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, როცა საუბარია მათ ირგვლივ მცირე პარტიების გაერთიანებაზე, გოცირიძე ყოფილ თანაპარტიელებს ძველი გამოცდილების გათვალისწინებას ურჩევს და აცხადებს, რომ „პატარა პარტიების „ნაციონალური მოძრაობისკენ“ ლტოლვა ნიშნავს “ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე მუქთად პარლამენტში მოხვედრას“.

მისივე თქმით, ბუნებრივია, საარჩევნოდ რამდენიმე დიდი პირობითი ბლოკი შეიქმნება, რადგან ფორმალურად ბლოკების მონაწილეობა არჩევნებში აკრძალულია.

„ყველა პარტიას, რომელსაც შეუძლია ერთმანეთთან თანამშრომლობა და იდეოლოგიურად არის უფრო ახლოს, ბუნებრივია, სამომავლოდ შეკრავენ კოალიციებს და მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა 2-3 დიდი გაერთიანების შექმნა იქნება „ქართული ოცნების“ დამარცხების ერთ ერთი სერიოზული ფაქტორი. პარტიები, რომლებიც არჩევნებზე გავლენ მარტო იქნებიან უპასუხისმგებლოები ან უბრალოდ ძალიან გულუბრყვილოები და ილუზორული ამბიციები აწუხებთ, ყველაზე ვამბობ „ნაციონალური მოძრაობის" გარდა. არ უნდა იყოს არც ერთი პარტია, რომელიც დიდ ბლოკში არ იქნება გაერთიანებული, არამარტო პარტია, არამედ საზოგადოებრივად აქტიური პოლიტიკური ჯგუფები, თუნდაც, არასამთავრობოს ფორმით დარეგისტრირებულები, რომლებიც პოლიტიკურად ძალიან ცნობადები არიან და მათ შორის, ქუჩის აქციების ორგანიზატორები იყვნენ, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებიც არცერთ პარტიაში არ არიან და ძალიან აქტიურდებიან პარლამენტში, იგივე რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, არმაზ ახვლედიანი და ბევრი სხვა, ისევე როგორც არადეპუტატები. დიდი ოპოზიციური ფრონტი უნდა შევქმნათ, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ და ქვეყანა ავაცილოთ უბედურებას, რაც ტრიალებს, როცა ევროკავშირის და ნატო-ს ნაცვლად ქვეყანას მიაქანებენ პირდაპირ რუსეთისკენ“,- განაცხადა გოცირიძემ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა