ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციამ ცოტა ხანს ხელისუფლება გვერდზე უნდა გადავდოთ, დავივიწყოთ და გავერკვეთ, ოპოზიციის შიგნით რა ხდება

ოპოზიციამ ცოტა ხანს ხელისუფლება გვერდზე უნდა გადავდოთ, დავივიწყოთ და გავერკვეთ, ოპოზიციის შიგნით რა ხდება, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილის განმარტებით, თუკი ოპოზიციამ არ იცის, რაზე შეიძლება შეთანხმდეს, მაშინ თავისი დეზორგანიზებულობით „ქართული ოცნების“ მთავარი დამხმარე ქართული ოპოზიცია გამოდის.

„ოპოზიციაში არანაირი სტრატეგია არ არსებობს. მე ერთადერთი ის ვიცი, რომ საჭიროა გულწრფელი ლაპარაკის დაწყება. ოპოზიციამ ცოტა ხანს ხელისუფლება გვერდზე გადავდოთ, ცოტა ხანს დავივიწყოთ და გავერკვეთ, ოპოზიციის შიგნით რა ხდება. ისეა აფუთფუთებული სიტუაცია, რომ მე მგონი, ეს პროცესი დაწყებულია. უახლოეს მომავალში, ალბათ, ეს ამბავი გამოჩნდება იმიტომ, რომ პოლიტიკოსები იძახიან, რომ „ახლა დაჯგუფების გარეშე შეუძლებელია, ასე უნდა დავჯგუფდეთ, ისე უნდა დავჯგუფდეთ“. ჩვენი წინადადება იყო და არის, რომ მოდი, ჯერ დავიწყოთ ლაპარაკი, გავიგოთ ვის რა გვინდა. თუ ჩვენი სურვილები დაემთხვევა, მერე შეიძლება ამომრჩევლისთვის ბუნებრივი და გასაგები იყოს ვინ ვისთან ჯგუფდება, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ყველა ყველას ლანძღავს, ყველა ყველასთან დაპირისპირებულია, ასეთი მძიმე წინაისტორია გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობის, პირველი ნაბიჯი არის, რომ ნდობა უნდა აღდგეს და ნდობის აღდგენა ლაპარაკის გარეშე წარმოუდგენელი მეჩვენება.

ოპოზიციას რაზე აქვს უნარი, რომ შეთანხმდეს თუ ჩვენ ეს არ ვიცით, მაშინ ფაქტობრივად „ქართული ოცნების“ მთავარი დამხმარე გამოდის ქართული ოპოზიცია ამ თავისი დეზორგანიზებული მდგომარეობით, უშინაარსობით, უინტერესობით და არასანდოობით, ამომრჩეველს, რომელსაც „ოცნება" კარგავს, ტოვებს გადაუწყვეტელში, ვაკუუმში“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით